ახალი ამბები

დამანგრეველი მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში

30 ოქტომბერი, 2016 • 2019
დამანგრეველი მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში

დღეს, 30 ოქტომბერს, იტალიის ცენტრალურ ნაწილში, პერუჯას პროვინციაში, ქალაქ ნურსიასთან ახლოს 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იტალიაში მას შემდეგ, რაც 2 თვის წინ მიწისძვრის შედეგად აქ 300-მდე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ქალაქი დაინგრა.

BBC-ს ცნობით, დღევანდელი მიწისძვრის გამო ბიძგები იგრძნობოდა რომში და ვენეციაშიც კი. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილით, 7:40 საათზე მოხდა. მიწისვძრას რამდენიმე ქალაქში მოჰყვა შენობების ნგრევა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

“მოვუწოდებთ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას”, – აცხადებს საგარეო უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი