ახალი ამბები

იტალიის ცენტრალურ ნაწილში 5.5 და 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა

27 ოქტომბერი, 2016 • 1894
იტალიის ცენტრალურ ნაწილში 5.5 და 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა

ცენტრალურ იტალიაში 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზინადა შენობები და დაშავეულია ათობით ადამიანი. 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ვისოსა და მაკარეტას პროვინციბთან დაფიქსირდა, რომელსაც 2 საათის შემდეგ ამავე არეალში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები მოჰყვა.

BBC-ის ინფორმაციით, არიან სერიოზულად დაშავებულებიც, თუმცა ცუდი ამინდის გამო ნანგრევებში სამძებრო სამუშაოების ჩატარება რთულდება. გავრცელებული ინფორმაციით, რყევების შედეგად დაინგრა ისტორიული შენობებიც. ხალხი დაზიანებულ ქალაქებს ტოვებს.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

ძლიერი მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში. ფოტო: EPA/MATTEO GUIDELLI

ძლიერი მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში. ფოტო: EPA/MATTEO CROCCHIONI

ძლიერი მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში. ფოტო: EPA/MATTEO CROCCHIONI

აგვისტოში ვისოს სამხრეთში მომხდარ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რეგიონი სეისმურად აქტიურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი