ახალი ამბები

მთაწმინდაზე დამკვირვებელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

30 ოქტომბერი, 2016 • 1131
მთაწმინდაზე დამკვირვებელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში “მომავლის არჩევანის” დამკვირვებელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს – ამის შესახებ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადეს. შემთხვევა #20 სარჩევნო უბანზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, დამკვირვებელი კომისიის საქმიანობაში ერეოდა:

“უფლებამოსილების გადამეტების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, მთაწმინდის #20 საარჩევნო უბანზე. საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებნა საარჩევნო უბანი დამკვირვებელს ორგანიზაციიდან “მომავლის არჩევანი”, ვინაიდან კომისიის საქმიანობაში, კონკრეტულად, მდივნის ფუნქციებში ერეოდა,”- განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკოს ინფორმაციით, დაფიქსირდა ყალბი სადამკვირვებლო აკრედიტაციის გამოყენების ფაქტებიც. კერძოდ, ანა მიქელაძის განცხადებით, ისნის 66-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირები გაყალბებული აკრედიტაციებით ცდილობდნენ უბანზე შესვლას:

“ამ უბნებზე პიროვნება ცდილობდა შესულიყო ყალბი სააკრედიტაციო მოწმობით. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ჰქონდა გაყალბებული სააკრედიტაციო მოწმობა. ეს პიროვნებები არ იქნენ შეშვებული საარჩევნო უბანზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით,”-განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი