ახალი ამბები

პრემიერი: უსუფაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, იგი აუცილებლად უნდა დარჩეს პოლიტიკაში

29 ოქტომბერი, 2016 • 1198
პრემიერი: უსუფაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, იგი აუცილებლად უნდა დარჩეს პოლიტიკაში

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და აუცილებლად უნდა დარჩეს პოლიტიკაში.

“გულდასაწყვეტი იყო ის ბოლო ნაბიჯები, განსაკუთრებით, რომლებიც რესპუბლიკელებმა გადადგეს, რომ ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე, დაიწყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეტევითი კამპანია “ქართულ ოცნებაზე”. დასანანია, თუ როგორ განვითარდა რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პერიოდში მათი საარჩევნო კამპანიაც, მათი რიტორიკაც და დასანანია, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ. არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რაც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ, აქვს თუ არა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის? პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის. მინდა მას წარმატება ვუსურვო და მინდა ვთქვა ასევე, რომ ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი