ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მინდა, 2020 წელს გვქონდეს საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა შეკითხვას გამორიცხავს

29 ოქტომბერი, 2016 • 1559
კვირიკაშვილი: მინდა, 2020 წელს გვქონდეს საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა შეკითხვას გამორიცხავს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილის აცხადებს, რომ  მხარს უჭერს ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც კითხვებს აღარ გააჩენს.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ  მზადაა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმუშაოს, ოღონდ ეს უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი. აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

“მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აქტივიზება მოხდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ეს დრო არ იყო საკმარისი სისტემის გადასაწყობად. რა თქმა უნდა, დავიწყებთ დიალოგს ამის თაობაზე, მაგრამ ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, ეს არის მთლიანად ქვეყნის გადასაწყვეტი. როგორი მოწყობა გვინდა ჩევნ და გვინდა თუ არა, რომ რეგიონებს ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატები. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ამომრჩევლების რიცხოვნობა ოლქებში გავათანაბრეთ და ეს იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი მაჟორიტარული სისტემის დელეგირების პრინციპიდან გამომდდინარე. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დიალოგის შედეგი. ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ ისეთი საარჩევნო სისტემა გვქონდეს 2020 წლისთვის, რომელიც ყველანაირ შეკითხვას გამორიცხავს. სპეკულაციებს, რასაც დღეს ვხედავთ. არა მარტო მაჟორიტარულ და პროპორციულზე ვამბობ მე, არამედ თვითონ ხმის მიცემის პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობა, მათი მოქმედების პრინციპები, გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. ამ არჩევნებიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გარკვეული დასკვნები. მე პირადად მაქვს დასკვნა, რომ გარკვეული ცვლილებები არის გასატარებელი იმისათის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, არჩევნები რომ ჩატარდება, აღარ იყოს აღარანაირი შეკითხვები. ეს არის ჩემი მიზანი, ამ მიზნის მისაღწევად იქნება ის, რომ მაჟორიტარი გავაუქმოთ, იქნება ის, რომ ბიომეტრიული კენჭისყრა შემოვიღოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე სამსჯელოა. არავითარი წინააღმდეგობა იმისა, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იყოს, ანუ დაახლოებით პროპორციულთან ახლოს მდგომი სისტემა, როგორიც ეს არის გერმანიში, არაფერი არ გამაჩნია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი