ახალი ამბები

ტატალაშვილისთვის ოლიმპიადა დასრულდა

30 ივლისი, 2012 •
ტატალაშვილისთვის ოლიმპიადა დასრულდა

ნუგზარ ტატალაშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი

დღეს, 30 ივლისს, ლონდონის ტატამზე ძიუდოისტთა შორის ასპარეზობა 73 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებს ამ წონაში ნუგზარ ტატალაშვილი წარმოადგენდა.

 

მას თავიდანვე არ გაუმართლა წილისყრაში და პირველივე შეხვედრის გამართვა ოლიმპიადის მთავარ ფავორიტთან, კორეელ კი ჩუნ ვანგთან მოუწია. უპირატესობა კორეელის მხარეს იყო და მან ტატალაშვილის ძლევა იუკოთი მოახერხა. 

 

სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში (სანუგეშო შეჯიბრი) ვეღარ იჭიდავებს, ვინაიდან იქ გამოსვლის უფლება მხოლოდ ¼ ფინალში დამარცხებულებს ეძლევათ. ასე რომ, ტატალაშვილისთვის ოლიმპიადა უკვე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი