“უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს არსენი იაცენუკმა აფხაზეთში მიმდინარე ვითარების შესახებ რიგი ცრუ და პროვოკაციული გამონათქვამების უფლება მისცა თავს. იაცენუკი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ვითარებისა და უმუშევრობის ფონზე აფხაზეთში კორუფცია, უკანონობა, ბანდიტიზმი და იარაღით ვაჭრობა მეფობს. ზუსტად ასე ხატავს არსენი იაცენუკი ყირიმის რესპუბლიკის მომავალს იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინის შემადგენლობიდან გამოვა,”- წერია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ასეთი ტიპის განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებებს გავს.
“მსგავსი ინფორმაცია საეჭვოდ გავს მიზანმიმართულ სიცრუეს, რომელსაც საქართველოს ყოფილი უბედურება- პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის შესახებ ავრცელებს. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს დისკრედიტებული და ყველასგან შეძულებული, მშობლიური საქართველოს ჩათვლით, ადამიანი მიეკერა უკრანის “რევოლუციურ” მთავრობას მრჩევლის რანგში,- წერია განცხადებაში.
აქვე მოტანილია ციფრები, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე მიუთითებს.
“რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკის ყოველწლიურმა ზრდამ 13% შეადგინა, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი თითქმის 300%-ით გაიზარდა, მოსახლეობის შემოსავლები 450%-ით გაიზარდა. მთელი დატვირთვით მიმდინარებს საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების მიერ განადგურებული სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.”
საგარეო უწყების განმარტებითვე, აფხაზეთი არის თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც დინამიკურად ვითარდება და საერთაშორისო აღიარებისკენ მიიწევს.
განცხადების ბოლოს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ყირიმში მცხოვრებ ხალხს სრული უფლება აქვთ საკუთარი მომავლის არჩევანი თავადვე გააკეთონ.