ახალი ამბები

სამოქმედო გეგმა C ჰეპატიტის სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის

12 მარტი, 2014 •
სამოქმედო გეგმა C ჰეპატიტის სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის

პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, 12 მარტს დაიწყო და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (NCDC) ეროვნული ცენტრში გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრსი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

სემინარის მსვლელობისას შეიქმნა სამუშო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ C ჰეპატიტის პრევენციის, განათლების, პოლიტიკის, მკურნალობისა და დაფინანსების საკითხებზე. ასევე, საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების კვლევის პროტოკოლზე.

“საქართველო შეიძლება გახდეს C ჰეპატიტის პრევენციისა და მკურნალობისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის და C ჰეპატიტის ელიმინაციის ერთგვარი მოდელი სამეცნიერო, ფინანსური და ეთიკური ბარიერების დაძლევის დემონსტრირების გზით. შეხვედრის შედეგად მიღებული დასკვნები საფუძვლად დაედება სამოქმედო გეგმას, რომელიც შემუშავების შემდეგ იქნება გამოყენებული როგორც C ჰეპატიტის კონტროლის პროგრამის განმსაზღვრელი ფაქტორი,”- ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი