შემოწირულობის გაკეთება მითითებული ვებ-გვერდიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია და მინიმალური თანხა გამომძიებელმა ჟურნალისტმა 5 აშშ დოლარი დააწესა. ამ დროისთვის მიკროგადმორიცხვების საშუალებით სტუდია მონიტორის დასახმარებლად 590 აშშ დოლარამდეა შეგროვებული.
სტუდია “მონიტორს” მხარდაჭერა მსოფლიოს სხვადასხვა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოუცხადეს. საგამოძიებო სტუდიის ცნობით, სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტი მათ წერილებს ელექტრონულ ფოსტაზე მთელი დღის განმავლობაში იღებდა.
“ეს საშინელებაა. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს თუ დაუკავშირდით? თუ არა, მე შემიძლია კონკრეტულ პირებს დაგაკავშიროთ”, წერს სტეფან კანდეა, რუმინელი გამომძიებელი ჟურნალისტი.
“ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის?” – კითხულობს ბრენთ ჰუსტონი, გამომძიებელი ჟურნალისტი და პროფესორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
სტუდია “მონიტორის” მხარდამჭერი კამპანიის დაწყებამდე ჰენკ ვან ესი წერდა: “დღემდე არაფერი ვიცოდი საქართველოში არსებული სტუდია “მონიტორის” შესახებ, მაგრამ ახლა უკვე ვიცი”. სტუდია “მონიტორი” ყველას დიდ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
სტუდია “მონიტორისთვის” თანხის ჩარიცხვა საქართველოდანაც არის შესაძლებელი. მათ, ვინც საზღავრგარეთ იმყოფება, საბანკო ანგარიშების გარდა, მონიტორის დასახმარებლად ფულის გადარიცხვა PayPal-ის ანგარიშიდან შეუძლიათ, საქართველოდან ამის გაკეთება მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან, პლასტიკური ბარათით არის შესაძებელი.
შეგახსენებთ, რომ საგამოძებო ფილმების სტუდია “მონიტორი” რამდენიმე დღის წინ პირწმინდად გაქურდეს. ოფისიდან წაიღეს 8 კომპიუტერი, ორი ვიდეოკამერა, მეხსიერების ბარათები და იმ ფილმების მასალები, რომლებზეც ჟურნალისტები მუშაობდნენ. ჯერჯერობით, სამართალდამცავებს აღნიშნულ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.