ახალი ამბებიეკონომიკა

კვირიკაშვილის თქმით, სოფელ ომალოში აეროპორტის მშენებლობა იწყება

27 ოქტომბერი, 2016 • 1535
კვირიკაშვილის თქმით, სოფელ ომალოში აეროპორტის მშენებლობა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება. კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ომალოში ასაფრენი ზოლისა და აეროპორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ და, რა თქმა უნდა, ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ამ შემთხვევაში, ეს გულისხმობს თუშეთს, რომელიც საქართველოს მარგალიტია თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა, სავარაუდოდ, ახალი წლისთვის დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი