ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ცნობით, ბათუმის ცენტრში აქციის გამართვაზე უარი უთხრეს

23 ივლისი, 2012 •
„ქართული ოცნების“  ცნობით,  ბათუმის ცენტრში  აქციის გამართვაზე უარი  უთხრეს

კოლაიცია ავრცელებს ცნობებს, რომლის მიხევდითაც, ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია.


კოლაიციას მიჩნია, რომ “ეს პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე 5 აგვისტოს უკვე დაგეგმილი ექნებოდა კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი”.   

კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც  პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის მცდელობას.


“ქართული ოცნების” ინფორმაციით, 24 ივლისს, 10 საათზე კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას.

 

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო აქციებს  მართავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. აქციები უკვე გაიმართა თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ოზურგეთში, გორში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი