ახალი ამბები

პრემიერის თქმით, სამინისტროებთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის გამორიცხული

26 ოქტომბერი, 2016 • 1164
პრემიერის თქმით, სამინისტროებთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის გამორიცხული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხდებით, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 26 ოქტომბერს გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტთან მთავრობის ოპტიმიზაციის თაობაზე.

“ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება. ჯობია, რომ დავიცადოთ იმიტომ, რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ 30-ში არის მეორე ტური, მოგეხსნებათ. მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ არჩევნები არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ უკვე იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა და არ არის გამორიცხული, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ მცირედი ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან,” – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი