ახალი ამბები

თოჯინების თეატრს მანქანა დაეცა

21 ივლისი, 2012 •
თოჯინების თეატრს მანქანა დაეცა

შემთხვევა 21 ივლისს, 11.00 საათზე  მოხდა. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობის ფასადს  დაეცა ამწე, რომელზეც, როგორც მუშები ამბობენ, ჩამოკიდებული იყო არმატურა. ერთ-ერთი მათგანის  თქმით, არმატურის სომძიმემ გადაწონა ამწე და მანქანა ჰაერში ჩამოეკიდა.

ავტომანქანის მძღოლი მაშინ გადახტა მანქანის კაბინიდან, როცა მანქანა მიწას რამდენიმე მეტრით აშორდა. მძღოლი  დავარდნის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში გონებაწასული იწვა ქუჩაში.

ამ დროისთვის სამაშაველო და სახანძრო სამსახური  ცდილობს მანქანის გასწორებას.

შემთხევევის ადგილზე ფაქტიდან ერთ საათში მოვიდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე. სწორედ ამ სამინისტროს გადაწყვეტილებით დაინგრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის თოჯინების თეატრი.

ამ თეატრისგან მხოლო ქუჩის ფასადი იყო დარჩენილი.  
“ზუსტად რა მოხდა და ვისი მიზეზით, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ახლა მოვედი. ვისი დანაშაულია და მოხდა თუ არა დანაშაული გაუფრთხილებლობის მიზეზით, თუ სხვა მიზეზით, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. აღდგება თეატრის დანგრეული ნაწილი ისე, როგორც იყო.  ამ პროცესს ჩვენ თვალყურას მივადევნებთ. ჩვენი მიზანია, რომ რაც იყო ჩაფიქრებული, ძეგლი აღდგენილ იქნას, რეაბილიტირებულ იქნას და ქალაქს ჰქონდეს ყველაზე საუკეთესო თოჯინების თეატრი. მოხდება შესწავლა ამ ფაქტის დღეიდან”, – განაცხადა “ბათუმელებთან” საუბარში აბულაძემ.
მშენებლობაზე გამოკრული ბანერის თანახმად, თოჯინების თეატრის ადგილზე შენდება ახალი, ორსართულიანი თოჯინების თეატრი.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია  “tekev” – ი აწარმოებს.

თეატრის ძეგლის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკონსალტინგო კომპანია მაგი გრუპი ასრულებს”.

 

 

ინციდენტი ბათუმში: თოჯინების თეატრის ფასადს ამწე დაეცა
ინციდენტი ბათუმში: თოჯინების თეატრის ფასადს ამწე დაეცა

ინიცდენტი ბათუმში
ინიცდენტი ბათუმში

მასალების გადაბეჭდვის წესი