ნეტგაზეთი | Doing Business 2017-ის რეიტინგში საქართველომ პოზიცია 8 ადგილით გაიუმჯობესა Doing Business 2017-ის რეიტინგში საქართველომ პოზიცია 8 ადგილით გაიუმჯობესა – Netgazeti

Doing Business 2017-ის რეიტინგში საქართველომ პოზიცია 8 ადგილით გაიუმჯობესა

2016 წლის რეიტინგთან შედარებით Doing Business 2017 წლის ანგარიშში საქართველომ პოზიცია გაიმჯობესა და 24-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. ჯამში, საქართველოს ქულათა მაჩვენებლმა 0.35-ით მოიმატა.

Screen Shot 2016-10-25 at 8.30.43 PM

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხდვით, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა ახალი ზელანდიაა, მეორე ადგილზე სინგაპურია, ხოლო მესამეზე – დანია. საქართველო რეიტინგში ჯობნის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთში, ჩეხეთი, პოლონეთი და ა.შ. ყოფილი საბჭოთა კავშირების ქვეყნებს შორის საქართველო მხოლოდ ლატვიასა და ესტონეთს ჩამორჩება.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კრიტერიუმის თვალსაზრისით; მშენებლობის ნებართვის მიღების სიმარტივის მიხედვით საქართველო ასევე მე-8 ადგილზეა; საკუთრების დარეგისტრირების სიმარტივის თვალსაზრისით მე-3 ადგილზეა; კრედიტის მიღების კუთხით – მე-7 ადგილზეა; სასაზღვრო ვაჭრობის კუთხით – 54-ე ადგილზეა, გადასახადების მხრივ – 22-ე ადგილზე და ა.შ.

 

Screen Shot 2016-10-25 at 8.39.00 PM

 

მსოფლიო ბანკი Doing Busines-ის რეიტინგს 180-ზე მეტი ქვეყნის შესახებ ყოველ წელს აქვეყნებს. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ერთობლივი კვლევა „ბიზნესის წარმოება“ რეგულაციების იმ პროცედურების ანალიზს აკეთებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ბიზნესებს მათი არსებობის მანძილზე შეეხება; მათ შორის ხდება ბიზნესის დაწყებასთან და ოპერირებასთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, გადასახადის გადახდასთან და გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეგულირების პროცედურების ანალიზი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com