25 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 08:50 საათზე, ანტალიის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან აფეთქება მოხდა.

თურქული გამოცემა “ჰურიეტის” ცნობით, ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარება. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ჰურიეტი” იუწყება, ადგილზე აღმოაჩინეს აფეთქებული ავტომანქანა, თუმცა ზიანი სხვა ავტომობილებსა და შენობებსაც მიადგა. მსუბუქად დაზიანდა მრავალი ადამიანი, მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ანტალიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა “სიენენს” უთხრა, აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *