ახალი ამბები

სტიქიამ სოფელ ვაჩნაძეანს სერიოზული ზიანი მიაყენა

19 ივლისი, 2012 •
სტიქიამ სოფელ ვაჩნაძეანს სერიოზული ზიანი მიაყენა

მოსახლეობის განცხადებით, სტიქია დაახლოებით დილის 5 საათზე დაიწყო, 45 წუთის განმავლობაში სეტყვა მოდიოდა, ამოვარდა ძლიერი ქარი. მას შემდეგ რაც სეტყვამ გადაიღო, წვიმა დაიწყო და 2 საათის მანძილზე გაგრძელდა.

სოფელში განადგურებულია მოსავალი, ამოთხრილია ხეები, სეტყვის შედეგად დაზიანებულია სატელიტური თეფშები.

დაზიანებული იყო გაზის მილი, რის გამოც მოსახლეობას გაზი არ მიეწოდებოდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე აღდგა.

ჩახერგილი იყო თელავთან მისასვლელი გზა, თუმცა ამ დროისთვის  მოძრაობა აღდგენილია.

ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი