თელავის გამგეობაში ჯერჯერობით არ იციან, თუ როდის აღუდგება თელავს დენისა და გაზის მიწოდება.
გუბერნატორის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზია შექმნილი. როგორც ცხელი ხაზის ოპერატორები აცხადებენ, ამ დროისთვის დაახლოებით 1000 ზარი მიიღეს, მათ უკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი დაუზიანდათ, ან თავად დაზარალდნენ.
გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ქარმა სახურავი გადახადა საჯარო რეესტრის შენობას და დააზიანა უნივერსიტეტის შენობა.
ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
19 ივლისს, ღამით, ძლიერი წვიმის, სეტყვისა და გრიგალის გამო კახეთის რამდნეიმე რაიონი დაზარალდა.