გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა სხვა რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა. კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა პრესკონფერენციაზე რესპუბლიკური პარტიის შესახებ ისაუბრა:
“რესპუბლიკელები ხშირად გამიკრიტიკებია, რადგან მათი პოზიცია ხშირად არ იყო მისაღები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეუცდომელი არავინ არ არის. მათ ქონდათ პოზიციები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა არ იზიარებდა, მაგრამ ისინი ყოველთვის ზრუნავენ საქართველოზე და მის სახელმწიფოებრიობაზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ხონში მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა სანოძე იქნება, ჭიათურა – მალხაზ წერეთელი, მურთაზ ხურცილავა – მარტვილი, გიორგი ნაჭყებია – წალენჯიხა, დავით დარახველიძე – ამბროლაური.