“არაფერი სერიოზული არ მომხდარა, წყლის ამოტუმბვაზე გვქონდა გამოძახებები და როდესაც ადგილზე მიდიოდნენ, ისეთ დონეზე არ იყო წყალი, რომ ჩვენი დახმარება საჭირო გამხდარიყო, ანუ უფრო პანიკაში იყვნენ და ეშინოდათ, რომ რამე დაიტბორებოდა. გასვლები საკმაოდ ბევრი გვქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. მინიმალური ჩარევა მოხდა საჭირო, არც არავინ დაშავებულა, არც არაფერი დაზიანებულა”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში. მათივე ინფორმაციით, გამოძახება თბილისის თითქმის ყველა უბანში დაფიქსირდა.
თბილისისგან განსხვავებით, გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ, წვიმამ და ქარიშხალმა კახეთში სტიქიური უბედურება გამოიწვია. გურჯაანის რაიონის სოფლებში განადგურებულია მოსავალი, დახოცილია შინაური პირუტყვი, თელავში კი ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა, რამდენიმე მათგანი კი დაანგრია.