ახალი ამბები

მანდელა 94 წლისაა

18 ივლისი, 2012 •
მანდელა  94 წლისაა

ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა

მანდელამ პოლიტიკური მოღვაწეობის და სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის უფლებათა დაცვის გამო  ციხეში 27 წელიწადი გაატარა.

სამხრეთ აფრიკის მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი ქვეყნები, გმობდნენ  აფრიკის ნაციონალური კონგრესის ქმედებებს, რომლის ლიდერიც ნელსონ მანდელა გახლდათ,  და მათ მოიხსენიებდნენ როგორც კომუნისტებსა და ტერორისტებს.

მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო, როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი, მისი პოლიტიკა ზომიერი გახდა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.

მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მანდიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.

მანდიბას წელს 94 წელი უსრულდება,  2009 წლის ნოემბერში გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ პირველად აღნიშნა  ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღე , რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა გაეროს ისტორიაში. აქამდე არც ერთ ცოცხალ პოლიტიკოსს მსგავსი პატივი არ რგებია.

დაბადების დღის აღნიშვნას მსოფლიოს მრავალ კუთხეში გეგმავენ.  მისი თაყვანისმცემლები 67– წუთიან საჯარო სამუშაოს შეასრულებენ, რითიც სხვებს დაეხმარებიან.   სწორედ 67 წელი დაჰყო მანდელამ პოლიტიკაში.

ნელსონ მანდელა – ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა საზოგადოება შთაგონებით აავსოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი