ახალი ამბები

ახალი მენეჯმენტი „პროკრედიტ ბანკში“

17 ივლისი, 2012 •
ახალი მენეჯმენტი  „პროკრედიტ ბანკში“

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანკის მეორე დირექტორის თანამდებობას ქეთევან ხუსკივაძე იკავებს, ხოლო მესამე დირექტორის პოზიციაზე ქეთევან ბურდული  დაინიშნა.

 

მაია მერდოევა ბანკის გენერალური დირექტორის  თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობდა. მან ამ პოზიციაზე ფილიპ პოტი შეცვალა, რომელიც „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.  

 

„პროკრედიტ ბანკის“ მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებები ბანკის მართვის უნარის გაზრდას უკავშირდება: „ბანკის ექვსივე მმართველი შევიდა გაფართოებული  მენეჯმენტის გუნდში, რომელიც დირექტორატის ჩათვლით 9 წევრისგან შედგება. ეს ნაბიჯი გადაიდგა ბანკის გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, რათა გაიზარდოს მართვის უნარი და ამავდროულად შემცირდეს უცხოელი მენეჯერების რიცხვი“ – ნათქვამია „პროკრედიტ ბანკის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.  

 

„პროკრედიტ ბანკს“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch –ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი. 2012 წლის ივნისის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 604  მლნ აშშ დოლარი შედგინა. სასესხო პორტფელი 441 მლნ აშშ დოლარია. წლის პირველ ნახევარში „პროკრედიტ ბანკის“ მოგებამ 6,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ბანკის მომსახურებით ამ დროისათვის 352 ათასი კლიენტი სარგებლობს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი