BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთში სირიელი მიგრანტებს სპეციალურ საცხოვრებლებში გადაიყვანენ. კალეს მიგრანტების ბანაკის, იმავე “კალეს ჯუნგლების” საევაკუაციოდ საფრანგეთის ხელისუფლებამ 1 200 პოლიციის ოფიცერი გამოყო.
მიგრანტებს სპეციალურ ცენტრებში გადაიყვანენ. მათი უმეტესობა მშვიდად ელოდება საკუთარი რიგს, რათა დატოვოს ტერიტორია, თუმცა არიან ისინიც, ვისაც ამ დრომდე ბრიტანეთში გადასვლა სურთ, ამიტომ საცხოვრებლის დატოვებაზე უარს აცხადებენ. ამის გამო უქმეებზე პოლიციას უფრო მკაცრი ზომების მიღება მოუხდა. იყო შეტაკებებიც პოლიციელებსა და მიგრანტებს შორის.
მიგრანტებისათვის შექმნილი ცენტრები 7 500 ადამიანზეა გათვლილი. ბრიტანეთი ბანაკიდან 1 300 ბავშვს მიიღებს, რომლებსაც მშობლები ან მეურვე არ ჰყავთ. ამ დრომდე ბანაკში 7 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
ბანაკის ევაკუაცია 3 დღეში უნდა დასრულდეს. 27 ოქტომბერს კი ბანაკის ტერიტორიას გაასუფთავებენ.
მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ახლო აღმოსავლეთიდან ევროპის ტერიტორიაზე 270 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.