ახალი ამბები

სუს: მეჯვრისხევში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2016 • 1284
სუს: მეჯვრისხევში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ მეჯვრისხევში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს.

დაკავებული ადგილზე მარტო არ იმყოფებოდა, მასთან ერთად მყოფი პირი, ავთანდილ კვირიკაშვილი ჰყვება, რომ დაკავებულთა ერთად ის ხევში იმყოფებოდა:

“ერთ მხარეს მე ვიყავი, მეორეზე ის იყო. ნახირში ვიყავით ორივენი. ორნი დაადგნენ თავზე, მეც დამიძახეს, აქეთ გადმოდიო. იქ გადავიდოდი?!”- ამბობს ავთანდილ კვირიკაშვილი “რუსთავი 2″თან საუბრისას.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არაერთი ფაქტი ფიქსირდება, როდესაც ხდება მოქალაქეების დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც ცხინვალის მხარე ფულადი ჯარიმების დაკისრების შემდეგ ათავისუფლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი