ახალი ამბები

„ქართული ოცნების” აქტივისტი დააკავეს

13 ივლისი, 2012 •
„ქართული ოცნების” აქტივისტი დააკავეს

სამტრედიის პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ცოტნე შენგელია დააკავა. ამ წუთებში სამტრედიის პოლიციის წინ  კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრები არიან შეკრებილი. ისინი პოლიციისგან ცოტნე შენგელიას ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.

„დააკავეს გაურკვეველი მიზეზით. გვეგონა,  სამტრედიის პოლიციის შენობაში იქნებოდა. მოვედით,  გვითხრეს ქუთაისშიაო, ჩავედით ქუთაისში – არ არის. ასეთ გაუგებრობაში ვართ. ახლა ამ  წუთში სამტრედიის შენობასთან ვართ და ვითხოვთ გაგვაგებინონ, სად წაიყვანეს,“- განუცხადა ნეტგაზეთს „ქართული ოცნების“ სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელმა მურმან კაშიამ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლიკა ივანიშვილი დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ყველამ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია სადაც კი ხელი მიგიწვდებათ, სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ქართული ოცნების აქტივისტი ცოტნე შენგელია დააკავეს სამართალდამვცავებმა გადაყვანილ იქნა ქუთაისში ადგილზე ჩასულებს გვიმალავენ და არ გვაწვდიან ინფორმაციას თუ სად იმყოფება ცოტნე. გადაგვამისართეს გორში. ადამიანი დააკავეს და მის ადგილსამყოფელს გვიმალავენ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი უკანონობები.ხმა ამოიღეთ ხალხნო დღეს თუ ისაა ხვალ რომელიმე ჩვენგანი ვიქნებით შემდეგი.“

მასალების გადაბეჭდვის წესი