ახალი ამბები

ბოდბეში სამხედროებით სავსე სატვირთო გადატრიალდა – დაიღუპა 1 ჯარისკაცი

21 ოქტომბერი, 2016 • 1999
ბოდბეში სამხედროებით სავსე სატვირთო გადატრიალდა – დაიღუპა 1 ჯარისკაცი

დღეს, 21 ოქტომბერს, კახეთში 37 სამხედრო მოსამსახურით დატვირთული ავტომანქანა გადატრიალდა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს–ში დაუდასტურეს.

ჯანდაცვა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, [19:00 სთ] ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისში გადმოჰყავთ. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ. ასევე მათი ცნობით, სტაბილურია წნორის კლინიკაში განთასებული 8 პაციენტის მდგომარეობა. მათ შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი