ახალი ამბები

აშშ-ის 2.7- მილიონიან გრანტს გილაური გაუწევს ადმინისტრირებას

13 ივლისი, 2012 •
აშშ-ის 2.7- მილიონიან გრანტს გილაური გაუწევს ადმინისტრირებას

საქართველოს მთავრობამ უკე გახსნა ანგარიში Millennium Challenge Account – Georgia (MCA-Georgia), რათა უახლოესი თვეების განმავლობაში უზრუნველყოს გრანტის ადმინისტრირებასა და კომპაქტის საბოლოო პროექტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. 

 

საქართველოს მთავრობამ MCA-საქართველოს ბორდის ხელმძღვანელად ნიკოლოზ გილაური შეარჩია, ხოლო ბორდის წევრები იქნებიან – საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, აგრეთვე, კონსულტაციების შედაგად, MCA-საქართველო შეარჩევს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორ წარმომადგენელს.

 

გრანტი მოხმარდება სხვადასხვა პროგრამების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ზოგადად განათლების დონის ზრდას, გამოიკვლევენ შრომის ბაზარს, მოახდენენ იმ სოციალური და გენდერული ფაქტორების ანალიზს, რომლებიც დაკავშირებულია განათლებისა და სამუშაოს ხელმისაწვდომობასთან.

 

“საქართველოს მთავრობასთან მიღწეული ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საბოლოო შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე. საბოლოო შეთანხმებამდე პროექტმა “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დირექტორთა საბჭოს წევრთა მკაცრი განხილვის პროცესი უნდა გაიაროს”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი