ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონში სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შექმნიან

21 ოქტომბერი, 2016 • 1696
გალის რაიონში სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შექმნიან

გალის რაიონის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს გალის რაიონში სპეციალური ეკონომიკური ზონის [სპეციალური სამართლებრივი სტატუსი, განსხვავებული ქვეყნის სხვა ტერიტორიებისგან, სადაც ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათებია დაწესებული] შექმნის შესახებ განკარგულების გამოცემის თხოვნით მიმართა.

“აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ  სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ მიღებული კანონის შესაბამისად, ქვეყანაში პირველად, გალის რაიონში მსგავსი პროექტი მუშავდება. ამისთვის მომზადებულია ყველა საჭირო დოკუმენტი. ამ პროგრამის რეალიზაცია რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას სერიოზულ ბიძგს მისცემს”, – განაცხადა ნადარაიამ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადებით, სპეციალური ეკონომიკური ზონისთვის მიწის 7 ათასი ჰექტარია განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი