ახალი ამბები

“საბას” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

13 ივლისი, 2012 •
“საბას” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ბესო ხვედელიძე, წითელი (საუნჯე)

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

პაატა შამუგია, დაუჯდომელი (სიესტა)

 

წლის საუკეთესო რომანი

აკა მორჩილაძე, Oბოლე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

წლის საუკეთესო დებიუტი

სალომე ბენიძე, მოხსენებითი ბარათი (ინტელექტი)

ეკატერინე ტოგონიძე, ანესთეზია (საუნჯე)

 

წლის საუკეთესო თარგმანი

დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ფაუსტი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

წლის საუკეთესო პიესა

ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა

გიორგი მაისურაძე, ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ლევან ბრეგაძე, ლიტერატურული (გამო)ძიებანი (არტანუჯი)

 

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეზო ჭეიშვილმა მიიღო.

 

გამარჯვებულებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიები გადაეცათ. საპრემიო ფონდი წელს 40 ათას ლარს შეადგენდა.

 

ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიური ყოველწლიურად იცვლება, წელს ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ:

ზურაბ კიკნაძე, გიგა ზედანია, ანდრო ბუაჩიძე, თეონა დოლენჯაშვილი და ბიძინა მაყაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი