ახალი ამბები

ბათუმში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე იქნება

12 ივლისი, 2012 •
ბათუმში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე იქნება

ივანიშვილის თქმით, ბათუმში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება მურმან დუმბაძე, რომელიც კოალიციის წევრი “რესპუბლიკური პარტიიდან” იქნა გარიცხული დაახლოებით ერთი წლის წინ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო.

 

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კერძოდ: წყალტუბოში – კონფლიქტოლოგი და “რესპუბლიკური პარტიის” წევრი პაატა ზაქარეიშვილი, საჩხერეში – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მანანა კობახიძე, თერჯოლაში – ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი ომარ ნიშნიანიძე, ლაგოდეხში – მოჭიდავე და “სახალხო კრების” წარმომადგებელი ლუკა კურტანიძე.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატები არიან, ასევე: სიღნაღში – გელა გელაშვილი, დედოფლისწყაროში – ალექსანდრე თამაზაშვილი, ყვარელში – დავით ქევხიშვილი, ახმეტაში – ზურაბ ზვიადაური, ბორჯომში – გედევან ფოფხაძე, ახალციხეში – გურამ კუტალაძე, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში – თემურ მაისურაძე, ონში – თამაზ ჯაფარიძე, მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, ვანში – გოდერძი ტყეშელაშვილი, ხობში – გია ბუკია, ჩხოროწყუში – ლევან იზორია.

 

კოალიციის ლიდერს ჯერ არ დაუსახელებია მაჟორიტარი კანდიდატები თბილისის მასშტაბით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი