ახალი ამბები

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2016 • 1335
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოიღეს 0,568249 გრამი ჰეროინი. შსს-ს ინფორმაციითვე, ამოღებულია ბრალდებულების მიერ მოქალაქეებისთვის მიყიდული 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები — 23 წლის ს.ჰ, 33 წლის წარსულში ნასამართლევი მ.ვ., 33 წლის ასევე წარსულში ნასამართლევი ზ.ვ. და 37 წლის ასევე წარსულში ნასამართლევი ა.თ. — ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

როგორც სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ოთხივე დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით).

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით. 20.10.2016. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი