ახალი ამბები

არჩევნების მეორე ტურისთვის ცესკო 6 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს

19 ოქტომბერი, 2016 • 1164
არჩევნების მეორე ტურისთვის ცესკო 6 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს

დღეს, 19 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა. 48 საარჩევნო ოლქში არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამასთან, ცესკოს გადაწყვეტილებით, მარნეულსა და ზუგდიდში ჩაშლილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს ჩატარდება.

“მეორე ტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ითხოვს 6 მილიონ 56 ათას 718 ლარს. გვაქვს გარკვეული დანაზოგები, რომელსაც მეორე ტურისთვის გამოვიყენებთ, მაგრამ დამატებით ვითხოვთ ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 და 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის,” – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი