ახალი ამბები

განათლების ახალი მინისტრი მასწავლებელთა პრობლემებით დაინტერესდა

10 ივლისი, 2012 •
განათლების ახალი მინისტრი მასწავლებელთა პრობლემებით დაინტერესდა

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს,” ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

“მასწავლებლებთან მინისტრის შეხვედრები კითხვა-პასუხის  რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრებზე ხატია დეკანოიძე იმ პრობლემებითაც ინტერესდება, რომელიც პედაგოგებს აქვთ და რომელთა მოგვარებაშიც მათ თანადგომა ესაჭიროებათ. 

 

მასწავლებლებთან შეხვედრისას მთავარი თემა  მიმდინარე სასერტიფიკაციო გამოცდები და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები  მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრი დედაქალაქისა და რეგიონების ყველა დირექტორსა და მასწავლებელს შეხვდება,”- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი