“ქართველ მეწარმეებს აქვთ საშუალება, უფრო მეტიც, პრიორიტეტული საშუალება, ჩაერთონ და მოახდინონ 47– მილიარდიან ბაზარში მონაწილეობა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს (პენტაგონი) არის ძალიან დიდი ბაზარი, ეს არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე რეგიონი ჩვენ გარშემო, იმისათვის, რომ მოახდინონ მეტი ქართული პროდუქციის ექსპორტი, რაც არის საფუძველი საქართველოში ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, რაც არის საშუალება იმისათვის, რომ ამით ჩვენ უკეთესი და მეტი და მეტი სიკეთე მოვუტანოთ საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმის გახსნის შემდეგ.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია დადებითად აფასებს აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას.
“დღევანდელი სიმპოზიუმის ამოცანაა, რომელიც არის აშშ–სთან და რომლის ერთ–ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ გაცილებით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ყველა ჩვენმა მოქალაქემ”, – აღნიშნა ქუთელიამ.