დღეს, 10 ივლისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში”.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).