ახალი ამბებიეკონომიკა

ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ერთი რუსული კომპანია შემოდის

17 ოქტომბერი, 2016 • 1740
ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ერთი რუსული კომპანია შემოდის

საქართველოში პირველი ნოემრიდან კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია, “Pobeda” შემოდის, რომელიც ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან როსტოვის მიმართულებით განახორციელებს. “Pobeda” რუსული ავიაკომპანიის, “Aeroflot”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო რეისებს საქართველოში მანამდეც ახორციელებდა.

საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 2014 წლის 15 სექტემბრიდან აღდგა. ფრენები ორ ქვეყანას შორის 2006 წელს შეწყდა, როდესაც ჯაშუშების სკანდალის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ფრენები დროებით აღდგა 2008 წელს, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ საჰაერო მიმოსვლა კვლავ გაუქმდა.

რუსულ ავიაკომპანიასთან ერთად ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ორი, თურქმენული “Turkmenistan Airlines” და უკრაინული “DART Airlines Ukraine” შემოვლენ. ფრენების განხორციელებას თურქმენული კომპანია 2 ნოემბრიდან, ხოლო უკრაინული 27 ნოემბრიდან შეუდგება.

კომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აშხაბადისა და კიევის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი