ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

16 ოქტომბერი, 2016 • 1901
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ცესკოს გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს, კვირას გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება.

განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი