ახალი ამბები

ქართული მხარე მზადაა, რუსეთში სამაშველო ჯგუფები გაგზავნოს

9 ივლისი, 2012 •
ქართული მხარე მზადაა, რუსეთში სამაშველო ჯგუფები გაგზავნოს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს, 8 ივნისს, რუსეთში, სტიქიის მხარეში, სამაშველო ჯგუფების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

 

“უპირველესად მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში დატრიალდა და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართველი სამაშველო ჯგუფები უკვე სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით, მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონებში. ქართული მხარე მზად არის გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება. შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო უწყებას.”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი