ახალი ამბები

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია–მსვლელობა გაიმართა [ფოტო]

14 ოქტომბერი, 2016 • 3518
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია–მსვლელობა გაიმართა [ფოტო]

“შეჩერდეს პუტინის ომი უკრაინაში!” – ამ ლოზუნგით თბილისში უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია–მსვლელობა გამართეს. ისინი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ერთად აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაიწყეს შეკრება, ხოლო შემდეგ მსვლელობით მშვიდობის ხიდის მიმართლებით დაიძრნენ. უკრაინისა და საქართველოს დროშებთან ერთად, მათ თან ჰქონდათ ერთიანი უკრაინის რუკა, რომელიც ხიდზე გაშალეს, ხოლო საერთო ფოტოს გადაღებისას სხვა ქვეყნის ტურისტებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა ბოლოს ხიდზე გამვლელ საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს დაურიგეს სტიკერები პუტინის გამოსახულებით, წარწერით “არ იყიდო ოკუპანტისგან”.

საპროტესტო აქცია–მსვლელობის მონაწილე იური იუშუკოვი აცხადებს, რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკა არ არის მხოლოდ მათი ქვეყნის პრობლემა და ის საქართველოსაც ეხება:

რუსეთის წინააღმდეგ ყველა განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსები და მოქალაქეები უნდა გაერთიანდნენ იმიტომ, რომ ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. რუსეთი შეიჭრა და აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოში, მოლდოვაში, ჩეჩნეთში და არ ვიცით, ვინ იქნება შემდეგი. მათი დროული შეჩერება აუცილებელია.

აქციის ერთ–ერთი მონაწილე გიორგი იმედაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები უკრაინელები მსგავსი ფორმით აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე:

“დღევანდელი საპროტესტო მსვლელობით გვინდოდა, რომ ხალხზეც მოგვეხდინა ზეგავლენა, რათა მათაც დაენახათ, თუ რა ხდება. იმედია, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოიჩენს უკრაინისადმი სოლიდარობას, რაც აქამდეც არ გვაკლდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები უკრაინელები, რომლებიც არა მარტო ახლა, არამედ საბჭოთა კავშირის შექმნამდე წავიდნენ ემიგრაციაში, ასეთი ფორმით ახდენენ პროტესტის დემონსტრირებას. ჩვენ ყველას გვსურს, რომ შეწყდეს რუსეთის დამპყრობლური ომი უკრაინაში.”

აქცია–მსვლელობაში ძირითადად უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მარია შაგოვსკა, რომელიც თბილისში ლვოვიდან ჩამოვიდა, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ისინი აპროტესტებენ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციას:

დღეს გავერთიანდით, რადგან პუტინი კვლავ აგრეძელებს უკრაინის ანექსიას. გვინდა, დასრულდეს ომი. ჩვენ ვართ უკრაინელები და ვიბრძვით რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ დღევანდელი აქცია–მსვლელობა რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა. აქციის ერთ–ერთი მონაწილისა და კოორდინატორის, ვალენტინა მარჯანიშვილის თქმით, მათი აქცია–მსვლელობა არ ეხება იმას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ/ვერ დაუჭირა. მისი თქმით, დღეს ისინი მხოლოდ რუსეთის ანექსიას აპროტესტებენ უკრაინაში.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია–მსვლელობა თბილისში. 14.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი