62-ე წუთზე ანგარიში მასპინძელი გუნდის წარმომადგენელმა ნიკა საბანაძემ გახსნა, თუმცა 82-ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.
ქუთაისში გუშინ უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში გაიმართა. ქუთაისის “ტორპედომ” ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობის უფლება რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო, ამიტომაც გულშემატკივრები ამ მატჩს განსაკუთრებული ინტერესეით ელოდნენ.
“ტორპედოსა” და “აქტობეს” შორის მორიგი მატჩი 12 ივლისს ყაზახეთში გაიმართება.