ახალი ამბები

მერაბიშვილი: მთავრობა ღია იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის და პრესისთვის

4 ივლისი, 2012 •
მერაბიშვილი: მთავრობა ღია იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის და პრესისთვის

პარლამენტში გამოსვლისას ვანო მერაბიშვილი დევნილების თემას შეეხო.

 

“მე ვაღიარებ, რომ როდესაც მასობრივად ხდება იგივე ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენება, გარემონტება, განსახლება, ხშირად ეს შეიძლება იყოს უსამართლო. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად ვითანამშრომლებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის უპირველესად პარლამენტთან”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, “მინისტრები იქნებიან ღია და თითოეული პარლამენტის წევრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე იქნებიან ყურადღებით. ასევე, მთავრობა იქნება ღია ნებისმიერი მოქალაქისთვის და პრესისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი