ახალი ამბები

მერაბიშვილი: მთავრობის წევრები შეფასდებიან მხოლოდ იმით, თუ რამდენად მოსწონს ისინი ხალხს

4 ივლისი, 2012 •
მერაბიშვილი: მთავრობის წევრები შეფასდებიან მხოლოდ იმით, თუ რამდენად მოსწონს ისინი ხალხს

“არც ერთ მინისტრს არ შევაფასებ სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენი მთავრობის წევრები შეფასდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმით, თუ რამდენად მოსწონს ისინი ხალხს. მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში და პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება უმუშევართა სტატისტიკას იმიტომ, რომ ის, რაც კეთდებოდა აქამდე, ეს არის მშრალი სტატისტიკა.

 

მე შინაგან საქმეთა სამინისტროში არასოდეს არ წამიკთხავს დანაშაულის სტატისტიკა, მე არასოდეს არ შემიფასებია არც ერთი პოლიციის უფროსი სტატისტიკიდან გამომდინარე, თუ რამდენი დანაშაული გახსნა, რამდენი ადამიანი დააპატიმრა, მე ვაფასებდი პოლიციის მუშაობას იმით, თუ რას ფიქრობდა ხალხი ან პოლიციის უფროსზე, ან დეპარტამენტის უფროსზე”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, ლევან ვეფხვაძის შეკითხვაზე, რომელმაც საქსტატის მაჩვენებელი მოიშველია უმუშევრობის შესაფასებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი