ახალი ამბები

2016 წლის 9 თვეში იმპორტის მოცულობა 34%-ით გაიზარდა

13 ოქტომბერი, 2016 •
2016 წლის 9 თვეში იმპორტის მოცულობა 34%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-სექტემბერში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის მოცულობა 34%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9104 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1512 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი -7592 მლნ. აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 6080 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა.

“აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5194 მლნ. აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლებია”, – განმარტავს საქსტატი.

Screen Shot 2016-10-13 at 12.13.39 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი