დღეს, 4 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 102 ხმით 7–ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის შემდეგი შემადგენლობა იყო წარდგენილი:
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ხატია დეკანოსიძის კანდიდატურებია წარდგენილი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე კი–დალი ხომერიკის კანდიდატურა.