საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის, ჯილდა მაჭავარიანის ცნობით, რეგიონებს წყლის მიწოდება არსებული გრაფიკით შეუნარჩუნდებათ.
“ჩვენი კომპანია დაკარგული ქლორის მარაგზე არ იყო დამოკიდებული, ამიტომ ეს ფაქტი მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. მათ ისეთივე სახით დაქლორილი წყალი მიეწოდებათ, როგორც აქამდე მიეწოდებოდათ,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ქლორის მარაგის გაჟონვა მოხდა გუშინ ლილოს დასახლებაში. ამ საკითხზე ჯერჯერობით ექსპერტები მუშაობენ.
