ახალი ამბები

პრეზიდენტმა დავით ბაქრაძე აშშ–ში საქართველოს ელჩად დანიშნა

12 ოქტომბერი, 2016 • 1434
პრეზიდენტმა დავით ბაქრაძე აშშ–ში საქართველოს ელჩად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.

დავით ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება. მანამდე საქართველოს ელჩი აშშ–ში არჩილ გეგეშიძე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი