აღნიშნული შემთხვევის გამო საწარმოს ახლოს მცხოვრები ათეულობით მოქალაქე ინტოქსიკაციით თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა.
ამ დროისათვის მათი ნაწილი კვლავ რჩება კლინიკებში.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ყველაზე მძიმეა 18 წლის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მერიის ინფორმაციით, დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს.
რამ გამოიწვია საწარმოს ავზში ქლორის გაჟონვა, ჯერჯერობით უცნობია.
“ამას გამოძიება დაადგნენს. თბილისის მერიაზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა, ჰაერის დაბინძურების რისკები აღარ არის, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა,”- აცხადებენდ დედაქალაქის მერიაში.
რა საქმიანობას ეწეოდა აღნიშნული საწარმო, მერიაში ვერ განმარტავენ.
საინფორმაციო სააგენტო ghn.ge-ის ინფორმაციით, შპს “კრისტალი” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა და მისი ხელმძღვანელი დაკითხვაზე იმყოფება.
გუშინვე შემთხვევის ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებოდნენ.