ბაჩო ახალაია
ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩო ახალაია, საზოგადოებრივ ასპარეზზე 2003-04 წლებში

”თავისუფლების ინსტიტუტის” კოორდინატორის რანგში გამოჩნდა, 2004-05 წლებში კი მუშაობა გააგრძელა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე. 2005 წელს ბაჩო ახალაიამ მუშაობა დაიწყო და 2008 წლამდე იმუშავა სასჯელაღსურლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე. სწორედ ამ პერიოდს ეხება მის მიმართ უფლებადამცველების ყველაზე მეტი კრიტიკა, რაც უკავშირდებოდა ციხეებში პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ციხეში მომხდარ ბუნტს, რა დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა.
2008-09 წლებში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ამავე სამინისტროში კი მინისტრის თანამდებობა 2009 წლიდან დღემდე, 2012 წლის ივლისამდე ეკავა.
2011 წელს ”ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა აშშ-ის თბილისის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში 2009 წლის სექტემბრის მიწურულს გაგზვნილი კონფიდენციალური წერილი, სადაც დეტალურად არის აღწერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს ვიზიტის დეტალები.
წერილში წერია, რომ თინა ქეიდენაუმ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის თაობაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუტხით ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მაშინ სააკაშვილმა უთხრა ქეიდენაუს, რომ ახალაიასთვის მიეცა შანსი, რათა მას დაემტკიცებინა რეფორმისადმი ერთგულება.
”ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო და ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მის ცუდ წარსულზე. სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უპასუხა ქეიდენაუს, რომ მისთვის გაუგებარია ახალიას მინისტრად დანიშვნაზე საერთაშორისო კრიტიკა. სააკაშვილის თქმით, სასჯელარსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას ახალაია საქართველოში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო პასუხისმგებელი და საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს,”- წერია აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში.
ბაჩო ახალაიას მამა როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვხანეთის ოლქის პროკურორია 2004 წლიდან. მას 2005 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი. როლანდ ახალაია ასევე დაჯილდოებულია საეკლესიო ჯილდოთი. 2009 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახის კიდევ ერთი წევრი – დათა ახალაია. ის დღემდე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა და თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც შს მინისტრის პოსტი მისმა ძმამ დაიკავა. კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე დათა ახალაია 2004 წელს დაინიშნა. 2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მოკლულის ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ დათა ახალია გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი გამოხმაურების შემდეგ დათა ახალია თანამდებობიდან ოფიციალურად დროებით გადააყენეს და პოსტზე 2008 წლის მიწურულს აღადგინეს.
დიმიტრი შაშკინი
თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს მთავრობაში 2009 წლის თებერვალში

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა მინისტრის პოსტზე გამოჩნდა. მანამდე კი ის საერთაშორისო კვლევითო ორგანიზაცია ”IRI – საქართველოს” პროგრამების კორდინატორი იყო. სასჯელასღულების სამინისტროდან დიმიტრი შაშკინმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე რამდენიმე თვეში, 2009 წლის დეკემბერში გადაინაცვლა.
დიმიტრი შაშკინმა განათლების სამინისტროში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დაიწყო. ერთ-ერთი მათგანია 2005 წელს შემოღებული ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება 2013 წლიდან და საატესტაციო გამოცდების დანიშვნა.
დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პირველ თვეებს უკავშირდება სკოლების დირექტორების ლოტოტრონის პრინციპით არჩევის გაუქმება, დეცენტრალიზაციაზე უარის თქმა და სკოლის დირექტორების დანიშვნა მინისტრის ბრძანებით.
ასევე შაშკინს უკავშირდება სკოლაში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება, რამაც, მოწინაღმდგეების აზრით, სკოლა ”პოლიციურ დაწესებულებად” აქცია. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკით, სკოლაში მოსწავლეების მიერ ჩადენილი დანაშაულები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ხატია დეკანოიძე

განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თავდაპირველად 1996 წელს დაიწყო მუშაობა წითელი ჯვრის საქართველოს წარმომადგენლობაში. წლების მანძილზე ის მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში, ეროვნული უშიშროების საბჭოში შსს-ს კადრების სამსახურის უფროსად, ასევე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად. 2008 წლიდან 2012 წლის ივნისამდე ხატია დეკანოიძე შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორი იყო. მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ხატია დეკანოიძემ გამოცდების ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა.
დალი ხომერიკი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ახალი მინისტრ დალი ხომერიკს დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ–იორკი, აშშ) სამაგისტრო კურსი საერთაშორისო განათლების პოლიტიკის სპეციალობით. ის 1993-96 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
დალი ხომერიკი 1997-2007 წლებში მჯუშაობდა აშშ–ის საელჩოში, თბილისში. ის იყო საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პრესის, კულტურისა და განათლების ატაშეს უფროსი თანაშემწე. ახორციელებდა დეპარტამენტის პროგრამულ უზრუნველყოფას დემოკრატიული განვითარების, სამოქალაქო განათლების, სახალხო დიპლომატიის, ნატოსა და უსაფრთხოების სფეროების მიმართულებით.
დალი ხომერიკი 2009 წლიდან 2012 წლის ივლისამდე იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი.
პაატა ტრაპაიძე
საქართველოს დასაქმების მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “კავკასუს როუდ პროჯექტის”

მფლობელი და დირექტორი პაატა ტრაპაიძე წარადგინა. სწორედ ეს კომპანია აშენებს ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობას, რომლის ხარაჩოც მიმდინარე წლის 7 ივნისს ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა.
პაატა ტრაპაიძის კომპანიამ 2009 წლიდან დაიწყო მსხვილი სახელმწიფო შეკვეთების შესრულება, მათ შორის, გმირთა მოედნის რეაბილიტაცია თბილისში, მთავრობის სახლი ქუთაისში, განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში, სპორტულ-დასასვენებლი კომპლექსი ილიას ტბაზე და ა.შ.
2010 წლის 26 მაისს გმირთა მოედანზე შუშის მემორიალის მშენებლობისთვის პრეზიდენტმა სააკაშვილმა პაატა ტრაპაიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.




