“გუშინ საღამოს დაიწყო სეტყვა, არის სოფლები, რომლებიც ნახევრად დაზარალდა, ნახევარი გადარჩა, მაგალითად, კარტოფილი სადაც იყო დათესილი, ის გადარჩენილია, მაგრამ სხვა ნათესები განადგურებულია”, – განაცხადა სიმონ პარუნაშვილმა.
ძირითადად დაზარალდნენ სოფლები: ლელოვანი, კახარეთი, იმერთუბანი, წრე, ზაზალო და დაბა ადიგენი.
გამგებლის განცხადებით, ზარალს შექმნილი კომისია ითვლის:
“ზარალის რაოდენობის დასათვლელად სპეციალური კომისია მაშინვე შეიქმნა და ზუსტი ციფრები, სავარაუდოდ, ხვალისთვის გახდება ცნობილი”, – განაცხადა სიმონ პარუნაშვილმა.