ახალი ამბები

სტუდენტური ფასდაკლების ბარათები ამოქმედდა

2 ივლისი, 2012 • 1061
სტუდენტური ფასდაკლების ბარათები ამოქმედდა
2012 წლის პირველი ივლისიდან სტუდენტური ფასდაკლების ბარათი – „გაიმარტივე ცხოვრება“ ძალაში შევიდა, ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
 
 
ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღებენ. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ფასდაკლების ბარათით სარგებლობა ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეუძლია.
 

“ფასდაკლების ბარათის მეშვეობით სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში,”– ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

სტუდენტური ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.studentcard.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი