ახალი ამბები

კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა

2 ივლისი, 2012 • 2370
კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა

შესაბამისად, შეიქმნა უწყების ახალი ვებ-გვერდი www.sao.ge და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდი www.saomonitoring.ge, რომლებიც მიმდინარე კვირის ბოლომდე ამუშავდება.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ცვლილება არ ითვალისწინებს საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს.

 

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTOSAI) და მსოფლიო პრაქტიკა იცნობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების 3 ძირითად სახეს, მათგან ერთ-ერთი საპარლამენტო სისტემაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვესტმინსტერული მოდელი. მისი განმასხვავებელი ნიშანი სხვა სახეებისგან არის ის, რომ მას ერთპიროვნულად მართავს არჩეული პირი, ხოლო თავად დაწესებულება საპარლამენტო ანგარიშვალდებულების სისტემის ნაწილია.

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობს აუდიტის საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მიმდინარეობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, რამაც შეცვალა კონტროლის პალატის როლი საჯარო ფინანსების მართვაში: კერძოდ, მაკონტროლებელი საქმიანობის ნაცვლად, უწყება ახორციელებს აუდიტს, რაც აისახა კიდეც მის სახელწოდებაზე.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი